ნიკა ხორხელი ერთწლიანი იჯარით (გამოსყიდვის უფლებით) "იბერიაში" ითამაშებს.
ნიკასთვის ჩვენი გუნდი უცხო არაა, ის რამდენიმე წელი იბერიას საფეხბურთო აკადემიაში ვარჯიშობდა.
23 წლის შემტევი ნახევარმცველი ბოლოს წყალტუბოს სამგურალის ღირსებას იცავდა. მანამდე კი იერუსალიმის ბეითარში და ბოლნისის სიონში ასპარეზობდა.
- ვკითხულობთ ქართული კლუბის პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.