საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას განაგრძობს. ჩვენი გუნდი საკვალიფიკაციოს ბოლო ორ შეხვედრას დანიასთან და სერბეთთან გამართავს.
ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი დანიას 21 თებერვალს თბილისში უმასპინძლებს, 24-ში კი ბელგრადში გაემგზავრება სათამაშოდ.
აღსანიშნავია, რომ დანიასთან თამაში უდიდესი მნიშვნელობისაა. თუ ჩვენი ბიჭები სკანდინავიელებს აჯობებენ, მაშინ ევრობასკეტის საგზურს ზედიზედ მეექვსედ მოვიპოვებთ, მარცხის შემთხვევაში კი შანსი ფაქტობრივად იკარგება.
აი, როგორი შემადგენლობა შეარჩია ჯიკიჩმა: