საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის 2025 წლის გათამაშებისთვის ემზადება.
წლის პირველ ოფიციალურ მატჩს ჩვენი გუნდი 21 თებერვალს, თბილისში, ანდორის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 25 თებერვალს, საქართველოს ნაკრები კვიპროსს ესტუმრება.
მოახლოებული მატჩებისთვის ირის ანტმანის გუნდი თბილისში, სფფ-ის საწვრთნელი ცენტრის, ბასას მოედანზე ემზადება. ანდორასთან მატჩი 21 თებერვალს, მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.