საფრანგეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ გასვლაზე ტულუზას 0:1 მოუგო და სატურნირო ცხრილში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა.
გამარჯვების შემდეგ მედიასთან კომენტარი სტუმართა გუნდის თავკაცმა ლუის ენრიკემაც გააკეთა.
"უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, მაგრამ გუნდისგან ყოველთვის უფრო მეტს ვითხოვ. ამავე დროს მესმის, რომ ტულუზასთან გასვლაზე მომენტების შექმნა რთულია...
პსჟ კვლავ დაუმარცხებელია? ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს, მიზანი ჩემპიონატის მოგებაა", - განაცხადა ენრიკემ.
ცნობისთვის, 22 ტურის შემდეგ პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატს 56 ქულით ლიდერობს და უშუალო კონკურენტ მარსელს 10 ქულით უსწრებს.