საფრანგეთის ლიგა 1-ის 22-ე ტურის შეხვედრაში "მარსელმა" ზურიკო დავითაშვილის "სენტ-ეტიენთან" 5:1 დაამარცხა.
სტუმართა ქართველმა შემტევმა შეხვედრა სასტარტო თერთმეტეულში დაიწყო და შეუცვლელად ჩაატარა.
ანალიტიკური ვებსაიტი Sofascore დავითაშვილის ასპარეზობას შეხვედრაში 6,9 ქულით აფასებს.
"სენტ-ეტიენი" საფრანგეთის ლიგა 1-ის ცხრილში 18 ქულით მე-16 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრაში 22 თებერვალს "ანჟერს" დაუპირისპირდება.