ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე "დინამო 2-მა" კიდევ ერთი სპარინგ მატჩი ჩაატარა. ამჯერად ლურჯ-თეთრების მეტოქე სკ "ორბი" გახლდათ.
შეხვედრა "დინამოელებმა" 3-1 მოიგეს. მე-17 წუთზე ანგარიში გიორგი ნიკოლაიშვილმა გახსნა, 52-ე წუთზე თემო ოდიკაძემ ორამდე გაზარდა სხვაობა, ხოლო მესამე გოლი რეზი დანელიამ მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გაიტანა.
მომდევნო ამხანაგურ მატჩს "დინამოს" მეორე შემადგენლობა 23 თებერვალს "ლოკომოტივთან" ჩაატარებს.
"დინამო-2" 3-1 "ორბი"
"დინამო-2": ბერუაშვილი, ნიკოლაიშვილი, გობეშია, ახალკაცი, ანანგი, ტკალია, მაშავა, დანელია, ოდიკაძე, ფიფია, ფერაძე
მეორე ტაიმში შევიდნენ: ტარტარაშვილი, სალუქვაძე, პატარკაციშვილი, ცეცხლაძე, ჩიქოვანი, ნაჭყებია, მეხტიევი