მოსამზადებელი შეხვედრები | "სამგურალმა" უზბეკურ "ყიზილყუმთან" ფრედ ითამაშა » სპორტის ხაზი

მოსამზადებელი შეხვედრები | "სამგურალმა" უზბეკურ "ყიზილყუმთან" ფრედ ითამაშა

მოსამზადებელი შეხვედრები | "სამგურალმა" უზბეკურ "ყიზილყუმთან" ფრედ ითამაშა
14-02-2025, 22:21
Aa Aa
გაზიარება:

ანტალიაში შეკრებაზე მყოფმა "სამგურალმა" დღეს მეოთხე ამხანაგური მატჩი გამართა. ამჯერად, ჩვენი გუნდის მეტოქე უზბეკეთის სუპერლიგის გუნდი "ყიზილყუმი" გახლდათ. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა.

"სამგურალის" იტალიელმა სპეციალისტმა როდოლფო ვანოლიმ "ყიზილყუმთან" მატჩში რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა და თავის გამოჩენის შესაძლებლობა ახალგაზრდებს მისცა.

გუნდის შემადგენლობაში არ იყვნენ მეკარე ნოდარ ყალიჩავა, ლუკა ხორხელი, დავით მუჯირი, ომარ პატარკაციშვილი, ჟანი, ვინისიუსი და დემურ ჩიხლაძე.
აღსანიშნავია, რომ ,,ყიზილყუმის" შემადგენლობაში ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ჯაბა ჯიღაურმა.

შეხვედრის პირველ ნახევარში ბურთს უზბეკები აკონტროლებდნენ, მაგრამ რეალურ სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. მეორე ტაიმში თამაში გათანაბრდა. "სამგურალს" დაწინაურებაც შეეძლო, ჯეფინიოს საჯარიმო დარტყმა მეკარემ უხერხულად მოიგერია, თუმცა უზბეკებმა შეძლეს მდგომარეობის განმუხტვა.

კარგი პოზიციიდან ურტყამდა ჯარიმას შეცვლაზე შესული ლაშა შერგელაშვილიც, თუმცა, ამჯერად, "ყიზილყუმის" მეკარეს არ გასჭირვებია ბურთის მოგერიება. ზოგადად, მატჩი მომენტების სიმრავლით არ გამოირჩეოდა და ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

"სამგურალის" შემადგენლობა: ბელოვი (ქასრაძე), აბულაძე (ქარიმოვი), წულაია, დილან მეისი, ბული, ჯანჯღავა (იაშვილი), ჯეფინიო, გაფრინდაშვილი (შერგელაშვილი), კვარაცხელია (ახვლედიანი), ალი, ფანცულაია (გოლეთიანი)

მთავარი მწვრთნელი: როდოლფო ვანოლი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი