ზამთრის შეკრება | "დინამო თბილისის" დუბლ-შემადგენლობამ "სპაერთან" ფრედ ითამაშა » სპორტის ხაზი

ზამთრის შეკრება | "დინამო თბილისის" დუბლ-შემადგენლობამ "სპაერთან" ფრედ ითამაშა

ზამთრის შეკრება | "დინამო თბილისის" დუბლ-შემადგენლობამ "სპაერთან" ფრედ ითამაშა
14-02-2025, 21:58
Aa Aa
გაზიარება:

"დინამო-2" მოახლოებული ჩემპიონატისთვის მზადებას აგრძელებს. დღეს ლურჯ-თეთრებმა კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს და "სპაერს" დაუპირისპირდნენ.

მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო და სპაერი ორი ბურთით დაწინაურდა. გოლები გოლუბიანმა და ფონიავამ გაიტანეს. "დინამომ" მოპოვებული სათამაშო უპირატესობის გოლებში ასახვა კი მხოლოდ თამაშის ბოლოსკენ მოახერხა. 85-ე წუთზე თემო ოდიკაძემ შეამცირა სხვაობა, საფინალო ანგარიში კი ორ წუთში ავთო მაშავამ დააფიქსირა 2-2.

მომდევნო სპარინგ მატჩს დინამო-2 15 თებერვალს გამართავს, თბილისელებს მეტოქეობას "სკ ორბი" გაუწევს.

დინამო-2 2-2 სპაერი

დინამო-2: ბერუაშვილი, ახალკაცი, ნიკოლაიშვილი, გობეშია, პატარკაციშვილი, ცეცხლაძე, მაშავა, ტკალია, ჩიქოვანი, ნაჭყებია, მეხტიევი

მეორე ტაიმში შევიდნენ: ღაღვიშვილი, სალუქვაძე, ანანგი, ბურდიაშვილი, დანელია, ოდიკაძე, ფიფია, ფერაძე


- ვკითხულობთ დედაქალაქური კლუბის პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი