ქართველი მორაგბეები ესპანეთში ხუთი მოთამაშის დანაკლისით ჩავიდნენ » სპორტის ხაზი

ქართველი მორაგბეები ესპანეთში ხუთი მოთამაშის დანაკლისით ჩავიდნენ

ქართველი მორაგბეები ესპანეთში ხუთი მოთამაშის დანაკლისით ჩავიდნენ
14-02-2025, 21:26
Aa Aa
გაზიარება:

დღეს ბორჯღალოსნები მადრიდში ჩავიდნენ, სადაც 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში ესპანეთს 16 თებერვალს, საქართველოს დროით 15:45 საათზე შეერკინებიან.

ნიდერლანდებთან (40:7) მატჩის შემდეგ მცირე ტრავმები აქვთ და ესპანეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ: ლუკა მატკავა, ბექა საღინაძე, თორნიკე ჯალაღონია და ამირან შვანგირაძე, ხოლო ბექა გორგაძემ წითელი ბარათი მიიღო, დისკვილიფიცირებულია და შეკრება დროებით დატოვა.

უკვე ცნობილია, რომ მათ ნაცვლად შეკრებას შეუერთდნენ იოანე იაშაღაშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი და იოანე მეტრეველი.

ესპანეთსა და საქართველოს შორის გამარჯვებული ა ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს და, 1 ან 2 მარტს, თასის ნახევარფინალში, ბ ჯგუფის მეორეადგილოსანთან, მასპინძლის სტატუსით ისარგებლებს, დამარცხებული კი, ბ ჯგუფის გამარჯვებულს ესტუმრება.

- რაგბის კავშირის პრეს-სამსახური.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი