"საქართველოზე ბევრი ილაპარაკა" - იჩხუბებს თუ არა დოლიძე შარა მაგომედოვთან » სპორტის ხაზი

"საქართველოზე ბევრი ილაპარაკა" - იჩხუბებს თუ არა დოლიძე შარა მაგომედოვთან

"საქართველოზე ბევრი ილაპარაკა" - იჩხუბებს თუ არა დოლიძე შარა მაგომედოვთან
გუშინ, 20:33
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის საშუალო წონის დივიზიონის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ შარა მაგომედოვთან შესაძლო დაპირისპირებაზე ასეთი კომენტარი გააკეთა.

მსურდა, რომ მასთან მეჩხუბა, რადგან ჩემთვის ინტერესის საგანს წარმოადგენდა. შარამ ჩემს ქვეყანაზე ბევრი ილაპარაკა, თუმცა არ ვაპირებ, რომ მას გაკვეთილი ჩავუტარო. მე მხოლოდ სპორტული ინტერესი მამოძრავებს.

ადრე შარა რეიტინგში იყო და მასთან ბრძოლას ხელს აჟიოტაჟიც უწყობდა, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა და მასთან ჩხუბს აღარანაირი აზრი არ აქვს.

- თქვა რომან დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძე შემდეგ ბრძოლას მარვინ ვეტორის წინააღმდეგ 16 მარტს გამართავს. ეს მატჩრევანში იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი