UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა ილია თოფურიასთან შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"არ ვაპირებ ილიას შანსი ეგრევე მივცე, რადგან თავის წონით კატეგორიაში ყველა სამუშაო არ შეუსრულებია და ჯერ კიდევ ჰყავს პრეტენდენტები, რომლებსაც უნდა მოუგოს - დაიმსახუროს შანსი და ჩვენ აუცილებლად ვიჩხუბებთ", - განაცხადა მახაჩევმა.
ცნობისთვის, აღნიშნულ დაპირისპირებას მთელი მსოფლიო ელოდება და გულშემატკივრებს ერთი სული აქვს ორი ღირსეული ჩემპიონი როდის შეხვდება ერთმანეთს, ასე რომ ადრე თუ გვიან ბრძოლა გარდაუვალია.