საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ბერძენ თანატოლებთან დამარცხდა » სპორტის ხაზი

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ბერძენ თანატოლებთან დამარცხდა

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ბერძენ თანატოლებთან დამარცხდა
12-02-2025, 22:57
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ფარგლებში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა.

ათენში, საბერძნეთის ასაკობრივი ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. გატანილი გოლების გარეშე დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, საბერძნეთის ნაკრებმა უპირატესობა მეორე ნახევარში მოიპოვა.

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები საბერძნეთის წინააღმდეგ მეორე ამხანაგურ მატჩს 13 თებერვალს გამართავს. შეხვედრა კვლავ ათენში შედგება და თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი