ბათუმში მსაჯთა ზამთრის შეკრება მიმდინარეობს - სემინარებს ჯუნეიტ ჩაქირი უძღვება » სპორტის ხაზი

ბათუმში მსაჯთა ზამთრის შეკრება მიმდინარეობს - სემინარებს ჯუნეიტ ჩაქირი უძღვება

ბათუმში მსაჯთა ზამთრის შეკრება მიმდინარეობს - სემინარებს ჯუნეიტ ჩაქირი უძღვება
12-02-2025, 22:48
Aa Aa
გაზიარება:

სფფ-ის მსაჯთა დეპარტამენტის ორგანიზებით, ბათუმში, უმაღლესი კატეგორიის მსაჯთა შეკრება მიმდინარეობს. შეკრებაში პირველი ოთხი კატეგორიის 120 მსაჯი მონაწილეობს.

შეკრება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. მსაჯები გაეცნობიან სიახლეებს თამაშის წესებთან დაკავშირებით და მონაწილეობას მიიღებენ VAR სიმულაციებში. სემინარებს სფფ-ის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელი, ჯუნეტ ჩაქირი უძღვება. ასევე მონაწილეობენ მატჩების ანალიტიკოსი ერდოან ქაინაქი და ფიტნეს ინსტრუქტორი ბერქიე ქირმიზიგილი. შეკრების გახსნის დღეს სფფ-ის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი დაესწრო და მონაწილეებს წარმატება უსურვა.

შეკრების პირველ დღეს მსაჯებმა ფიზიკური ნორმატივები ჩააბარეს. 2025 წლისთვის საერთაშორისო კატეგორიის ქართველ მსაჯებს კი, შესაბამისი სამკერდე ნიშნები გადაეცათ. 2025 წლიდან, საქართველოს ფიფას საერთაშორისო კატეგორიის ექვსი არბიტრი ეყოლება, მათ შორის, ორი პირველი კატეგორიის არბიტრი გიორგი ყრუაშვილის და გოგა კიკაჩეიშვილის სახით.

მსაჯთა შეკრება 9 თებერვალს დაიწყო და 23 თებერვლამდე გაგრძელდება. ეროვნული ლიგის ახალი სეზონის სტარტს 28 თებერვალს აიღებს.

- ვკითხულობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი