ადგილობრივ გუნდთან - "დინამო თბილისმა" თურქული შეკრება გამარჯვებით დაასრულა » სპორტის ხაზი

ადგილობრივ გუნდთან - "დინამო თბილისმა" თურქული შეკრება გამარჯვებით დაასრულა

ადგილობრივ გუნდთან - "დინამო თბილისმა" თურქული შეკრება გამარჯვებით დაასრულა
12-02-2025, 20:49
Aa Aa
გაზიარება:

დღეს პორტუგალიაში მყოფმა "დინამოელებმა" ზამთრის შეკრების ბოლო ამხანაგური მატჩი ადგილობრივ "პორტიმონენსესთან" გამართეს და 2-1 იმარჯვეს.

ანგარიში შეხვედრაში პორტუგალიელებმა გახსნეს, 23-ე წუთზე გოლი ექტორ ეველმა გაიტანა. "დინამოელებმა" თავისი სათამაშო უპირატესობა გოლებში მეორე ტაიმში ასახეს. მატჩის დაწყებიდან ერთი საათის თავზე მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ნიკოლოზ უგრეხელიძემ ისარგება, მან გადმოვარდნილ ბურთს დაამატა და წონასწორობა აღადგინა. გამარჯევბის გოლი კი, 84-ე წუთზე ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ მათე ვაწაძემ გაიტანა 2-1.

ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა ფაქტიურად დაასრულა პორტუგალიური შეკრება. "დინამოელები" სამშობლოში ხვალ გამოემგზავრებიან და მოახლოებული სეზონისთვის მზადებას დიღომში გააგრძელებენ.

ეროვნული ლიგის პირველ ტურში ლურჯ-თეთრები. 2 მარტს, ბათუმში, "დინამო ბათუმს" დაუპირისპირდებიან.


დინამო 2-1 პორტიმონენსე

დინამო: სიკაჩი, გვასალია, ხვადაგიანი, უგრეხელიძე, ხარებაშვილი, წულაია, კანკავა, ლომინაძე, მორჩილაძე, ოვუსუ, გოცირიძე

მეორე ტაიმში შევიდნენ: აფციაური, ვაწაძე, ბუბუტეიშვილი, სადღობელაშვილი, პოტალოვი, იაკობიძე, ბაგრატიონი, არტური, ბერელიძე, ადრიან სეზარი


დინამოელებმა პორტუგალიაში ხუთი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს:

26 იანვარი: დინამო 0-2 დალასი (მუსა, ენდელი)

31 იანვარი: დინამო 0-1 სპორტინგი B (ფ. გონსალვეში)

1 თებერვალი: დინამო 2-0 კრიენსი (მორჩილაძე x2)

8 თებერვალი: დინამო 0-2 კოვილია (ოლივეირა, დამიანუ)

12 თებერვალი: დინამო 2-1 პორტიმონენსე (ეველი, უგრეხელიძე, ვაწაძე)

- ვკითხულობთ დედაქალაქური კლუბის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ტექსტში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი