რობერტ ლევანდოვსკი და ბარსელონა კონტრაქტის კიდევ 1-წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ - ინფორმაციას ამის თაობაზე ყველაზე გავლენიანი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
მისივე თქმით, ორივე მხარემ მწვანე შუქი აანთო და გარიგება წესით მომდევნო კვირას შედგება.
შეგახსენებთ, 36 წლის ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში ბარსელონას მაისურით ჯამში 33 შეხვედრა ჩაატარა და თავი 31 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.