UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ლეგენდარულმა მებრძოლმა დასტინ პორიემ ისლამ მახაჩევი-ილია თოფურიას შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"თოფურიას და მახაჩევის ბრძოლაზე ვფიქრობ, რომ ილიას გამარჯვების შანსი ნამდვილად აქვს.
მართალია განსხვავება ფიზიკურ გაბარიტებში დიდია და მახაჩევს ჭიდაობაში უპირატესობა ექნება, მაგრამ როგორც უკვე აქამდე არაერთხელ ვთქვი, თოფურიას ისეთი დარტყმა აქვს, რომ მსუბუქი და ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ნებისმიერი მებრძოლის დანოკაუტება შეუძლია", - განაცხადა პორიემ.