ესპანურმა Sport-მა დაწერა, რომ ჰანსი ფლიკი ბარსელონას ზოგიერთ მოთამაშეზე გაბრაზებულია, მიზეზი კი დასასვენებლად შორს წასვლაა.
როგორც გაირკვა, გერმანელმა სპეციალისტმა მოთამაშეებს 3-დღიანი დასვენება გამოუწერა, თუმცა ზოგიერთი მათგანი ბარსელონადან შორს წავიდა, რამაც ფლიკი გააბრაზა.
აღმოჩნდა, რომ ფლიკს არ სურდა, რომ ფეხბურთელები ქალაქიდან შორს წასულიყვნენ და ენერგიები "სულელურ გართობებში" დაეხარჯათ.