NBA-ს სლოვენიელი ვარსკვლავის, ლუკა დონჩიჩის ლეიკერსში დებიუტი გუშინ შედგა და მისმა გუნდმა იუტას 132:113 მოუგო.
დონჩიჩმა პარკეტზე ჯამურად 23 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი შემდეგი გახლდათ: 14 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა.
ლოს ანჯელეს ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციის მე-4 ადგილს იკავებს და მხოლოდ ისეთ გუნდებს ჩამორჩება, როგორებიცაა მემფისი, დენვერი და ოკლაჰომა.