ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი, სპიროს კაპრალოსი საქართველოს და მისი მასპინძლობის შესახებ კომენტარს აკეთებს.
ქართველი ხალხი თბილი და სტუმართმოყვარეა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ ყველა თავს ისე უნდა გრძნობდეს, როგორც საკუთარ სახლში. ახალი ობიექტები შესანიშნავია და შეესაბამება უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს.
საქართველოში გუშინ ჩამოვედი. მამუკამ სასრიალო მოედანზე წამიყვანა, სადაც შესანიშნავი გარემო იყო. ყველა ღიმილით დაგვხვდა, ლამაზი ფორმები ეცვათ. თავი სახლში ვიგრძენი. ქართველი ხალხი თბილი და სტუმართმოყვარეა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ ყველა თავს ისე უნდა გრძნობდეს, როგორც საკუთარ სახლში. ახალი ობიექტები შესანიშნავია და შეესაბამება უმაღლესი დონის სტანდარტებს. ემოციური იყო მონეტის პრეზენტაცია, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა წარადგინა. იგივე გამოვცადეთ ათი წლის წინ, როდესაც ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩაატარეთ.
ძალიან წარმატებული ღონისძიება იყო და სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის საქართველოში ჩატარების შესახებ. მჯერა, რომ თქვენს ახალგაზრდებს ზამთრის სპორტის ახალი სახეობების აღმოჩენის საშუალება მიეცემათ და ახალი ჩემპიონები გეყოლებათ.
- თქვა კაპრალოსმა.