რეგიონული ლიგა | ქვემო ქართლი ცხრილის სათავეში რჩება » სპორტის ხაზი

რეგიონული ლიგა | ქვემო ქართლი ცხრილის სათავეში რჩება

რეგიონული ლიგა | ქვემო ქართლი ცხრილის სათავეში რჩება
10-02-2025, 12:27
Aa Aa
გაზიარება:

რეგიონულ ლიგაში პირველობა აღმოსავლეთის პირველ ჯგუფში განახლდა. აღმოსავლეთის პლეი ოფში მოსახვედრი 2 ვაკანტური საგზურისთვის ‘ქვემო ქართლი’, თსუ და ‘არმაზი’ იბრძვიან. მონაწილეებმა მე-2 წრის საწყისი 2 ტურის შეხვედრები გამართეს და ცხრილის სათავეში ‘ქვემო ქართლი’ რჩება.

გარდაბნელებმა მორიგ გამარჯვებას, სეზონში პირველი მარცხი მიაყოლეს და ლიდერობას 33 ქულით აგრძელებენ. თსუ-მ მიჯრით მე-4 მატჩი მოიგო (ყველა პრემიალური ქულით), მე-2 ადგილზე აინაცვლა და ლიდერს 3 ქულით ჩამორჩება. მართალია, მარნეულის ‘არმაზი’ 29 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს, თუმცა დავით კიკნაძის ბიჭებს უშუალო კონკურენტებზე 1 თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული და ჯგუფის პოტენციურ ლიდერად გვევლინებიან. მორიგ ტურში განსაკუთრებულ ინტერესს ‘არმაზისა’ და თსუ-ს შეხვედრა იწვევს, რომელიც მარნეულელთა საშინაო არენაზე, ვაზისუბანში გაიმართება.

RUGBY.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი