ექიმებმა ვეღარ უშველეს - ირლანდიელი მოკრივე ბრძოლის დროს მიღებული ტრავმისგან გარდაიცვალა » სპორტის ხაზი

ექიმებმა ვეღარ უშველეს - ირლანდიელი მოკრივე ბრძოლის დროს მიღებული ტრავმისგან გარდაიცვალა

ექიმებმა ვეღარ უშველეს - ირლანდიელი მოკრივე ბრძოლის დროს მიღებული ტრავმისგან გარდაიცვალა
გუშინ, 18:46
Aa Aa
გაზიარება:

ირლანდიაში, ბელფასტში, 28 წლის მოკრივე ჯონ კუნი, უელსელ ნათან ჰოველსთან წაგების შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"ოლსტერ ჰოლში" გამართული ბრძოლის შემდეგ, კუნს თავის ქალის შიდა სისხლდენა დაეწყო და ტვინზე ზეწოლის შესამსუბუქებლად ოპერაცია ჩაუტარდა.

მოკრივეს პირველადი სამედიცინო დახმარება ოქტაგონზევე გაუწიეს, დარბაზიდან საკაცით გაიყვანეს და კლინიკაში გადაიყვანეს.

საბოლოო ინფორმაციით, ირლანდიელი სიცოცხლისთვის ერთი კვირის განმავლობაში იბრძოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი