UFC 312-ზე ალექსანდრე თოფურიამ სადებიუტო ბრძოლაში კოლბი თიქნესი დაამარცხა და ორგანიზაციაში პირველი მოგებაც ჩაიწერა.
ბრძოლაზე ალექსანდრე ფილმ გლადიატორის საუნდტრეკით წარსდგა, რაზეც კომენტარი მოგვიანებით თავად მებრძოლმაც გააკეთა.
"რატომ გამოვედი გლადიატორის საუნდტრეკზე? მე და ილია ბავშვობიდან მოყოლებული მხოლოდ ომებზე გადაღებულ ფილმებს ვუყურებდით, გლადიატორი კი ჩვენი საყვარელი ფილმია.
არჩევანი ასეთი მქონდა - ან ქართული სიმღერის ფონზე გამოვიდოდი, ან გლადიატორის საუნდტრეკზე. ბრძოლამდე ერთი კვირით ადრე ილიამ ერთ-ერთი ნაწყვეტი გამომიგზავნა და მეც ეს სიმღერა ავარჩიე", - განაცხადა ალექსანდრემ.