UFC 312-ზე ალექსანდრე თოფურიამ სადებიუტო ბრძოლაში კოლბი თიქნესი დაამარცხა და ორგანიზაციაში პირველი მოგებაც ჩაიწერა.
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ალექსანდრემ მეტოქეზე ისაუბრა.
"მოვიგე და ყველაფერი კარგადაა, მაგრამ არ ვიცი როგორ ვიგრძნობდი თავს წაგების შემთხვევაში - ვფიქრობ, ეს იყო ნამდვდილი შერეული ორთაბძოლები, სადაც ყველაფერი ვიხილეთ.
ჩემს მეტოქეზე რომ ვისაუბრო, ის ძალიან გაბრაზებული იყო და სურდა, მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, რომ ჩემზე ძლიერია. მას მოგება ძალიან სურდა და ეს ოქტაგონზევე ვიგრძენი...
მთლიანობაში კარგი ჩხუბი გამოვიდა და ვფიქრობ, კოლბი UFC-სთან კონტრაქტს იმსახურებს. მას მებრძოლი სული აქვს!
თიქენსი ძალიან კარგი ადამიანია და თუ ოდესმე ესპანეთში აღმოჩნდება, უბრალოდ ჩემი სახელი ახსენოს და ჩემს სახლში მოიყვანენ, ვპირდები, რომ ესპანეთში ძალიან მაგარ დროს გაატარებს", - განაცხადა ალექსანდრემ.