"დინამო თბილისისა" და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემტევი საბა სამუშია კარიერას პორტუგალიის უმაღლესი ლიგის კლუბ "რიუ-ავეში" გააგრძელებს.
საბა სამუშია დედაქალაქური კლუბის აკადემიის აღზრდილია.
ეროვნულ ლიგაში დებიუტი 2024 წელს ჰქონდა და 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
კლუბში უკვე ასპარეზობენ ქართველები, კარის დარაჯი მათე საური, მცველი გიორგი ქარსელაძე და შემტევი ნახევარმცველი გიგი გოგია.
ახალგაზრდა ქართველი პორტუგალიაში 68-ნომრიან მაისურს მოირგებს.