გოგა ბითაძის ორლანდომ ოთხმატჩიანი წაგებათა სერია საკრამენტო კინგსთან შეწყვიტა » სპორტის ხაზი

გოგა ბითაძის ორლანდომ ოთხმატჩიანი წაგებათა სერია საკრამენტო კინგსთან შეწყვიტა

გოგა ბითაძის ორლანდომ ოთხმატჩიანი წაგებათა სერია საკრამენტო კინგსთან შეწყვიტა
6-02-2025, 10:39
Aa Aa
გაზიარება:

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ოთხმატჩიანი წაგებათა სერია სტუმრად „საკრამენტო კინგსთან“ შეწყვიტა. ფლორიდელებმა მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადაწყვიტეს, რომელიც 42:23 მოიგეს. საბოლოოდ კი 130 ქულამდე ავიდნენ. „კინგსმა“ 111 ჩააგდო.

ბითაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მხოლოდ ის მონაკვეთი ითამაშა, რომელშიც მატჩის ბედი წყდებოდა. მესამე პერიოდის მეორე ნახევარსა და მეოთხე რაუნდში არ უთამაშია.

საბოლოოდ მაინც ეფექტური სტატისტიკა ჰქონდა: 23 წუთი, 14 ქულა (7-დან 7 ორქულიანი), 7 მოხსნა, 2 დაფარება. გოგას გუნდში ყველაზე მეტი გერმანელმა ფრანც ვაგნერმა ჩააგდო – 31 ქულა.

25 მოგებითა და 7 წაგებით „მეჯიქი“ აღმოსავლეთის კონფერენციაში მერვე ადგილზეა, მომდევნო მატჩს 7 თებერვალს „დენვერთან“ სტუმრად გამართავს.

GBF.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი