UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ სამომავლო გეგმებზე და პოტენციურ მეტოქეებზე ისაუბრა.
"მართლა მსურს ისლამთან ჩხუბი და ამის შესახებ ორაგნიზაციამაც იცის - გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ, რადგან იციან როგორ მართონ სწორად ბიზნესი. თუ მეტყვიან 145 ფუტში ქამრის დაცვა უნდა გავაგრძელო, ასეც მოვიქცევი, თუ მეტყვიან 155-ში ადიო, იქაც დიდი სიამოვნებით ვიჩხუბებ - მათ ამ ბიზნეში დიდი გამოცდილება აქვთ.
თუ 145 ფუტში დავრჩი, ვოლკანოვსკის რემატჩს მივცემ, რადგან შანსს მასზე მეტად არავინ იმსახურებს. ამას მე არ ვწყვეტ, ამის უფლება ვოლკანოვსკიმ უკვე ბუნებრივად მოიპოვა.
ვნახოთ რა მოხდება, პირადად მე ზედა წონაში ასვლა მინდა, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ორი დივიზიონის ჩემპიონობა შემიძლია. ისლამი დიდებული მებრძოლია, მაგრამ მსოფლიოში საუკეთესო მე ვარ", - განაცხადა ილიამ.