ლისაბონის "სპორტინგმა" ლევანტესგან გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.
Geo Team-ის ინფორმაციით, პორტუგალიურმა კლუბმა ესპანელებს შეატყობინა, რომ ქართველი ნახევარმცველს აკვირდებიან და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის ამ ტრანსფერზე მუშაობას დაიწყებენ.
არ გაკეთებულა არანაირი ოფიციალური წინადადება ამ მომენტისთვის. არ შემდგარა კომუნიკაცია გიორგი ქოჩორაშილს და სპორტინგს შორის. - ვკითხულობთ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
როგორც ბოლოდროინდელი ინფორმაციით ცნობილია, ქოჩორაშვილის საკუთარ გუნდში ხილვით "სპორტინგის" გარდა, ასევე ინტერესდებიან "ნაპოლი" და "ვალენსიაც".