თასის გათამაშების მეოთხედფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო ბათუმმა და ვსა-მ » სპორტის ხაზი

თასის გათამაშების მეოთხედფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო ბათუმმა და ვსა-მ

თასის გათამაშების მეოთხედფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო ბათუმმა და ვსა-მ
5-02-2025, 22:11
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩები დასრულდა. გუშინ გამართული 2 მატჩის შემდეგ დღესაც 2 შეხვედრა ჩატარდა და ახლა საბოლოო შედეგს, თუ რომელი გუნდები გავლენ ოთხთა ფინალში, მარტში გასამართი საპასუხო მატჩები გაარკვევს.

სერიის პირველი მატჩები მხოლოდ ნაწილია ერთიანი პროცესის, ხოლო საბოლოო შედეგი 2 მატჩის ჯამში დაითვლება. გუშინ თსუ-მ ფაქტობრივად გაინაღდა ოთხთა ფინალი, როცა ზესტაფონში “მარგვეთი” 22 ქულით დაამარცხა, ხოლო გორის “ივერიონს” საპასუხო მატჩში დიდი ამბები ელის, რადგან “ქუთაისი” 3 ქულით დაამარცხა და იმერეთის დედაქალაქში ამ უპირატესობის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. ქუთაისელები 4 ქულით გამარჯვებას ეცდებიან, ოთხთა ფინალში რომ გავიდნენ.

დღეს გამართულ 2 მატჩიდან ერთში სრული გაურკვევლობაა. აჭარაში “ბათუმმა” 2 ქულით – 77:75 (სტატისტიკა) დაამარცხა გურჯაანის “დელტა” და ყველაფერი მეორე საპასუხო მატჩში გაირკვევა. გურჯაანელებმა შინ 3 ქულით თუ მოუგეს ბათუმელებს, ოთხთა ფინალში გავლენ. მეორე წყვილში ვსა დამაჯერებლად უგებდა “რაშს”, თუმცა საბოლოოდ 11 ქულით – 83:72 (სტატისტიკა) დაამარცხა და მიუხედავად რომ ოთხთა ფინალში გასვლის მეტოქეზე უკეთესი შანსი აქვს, საპასუხო მატჩში “რაში” თავისას მაინც ეცდება.

მეოთხედფინალური სერიის საპასუხო მატჩები მარტში გაიმართება. თარიღები რამდენიმე დღეში დაზუსტდება და გამოქვეყნდება.

gbf.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი