ცოტა ხნის წინ, ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ საკუთარ თავს მსოფლიოში ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.
"ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ! ვერავის ვხედავ ისეთს, ვინც ჩემზე უკეთესია.
ხალხს შეუძლია მესი, მარადონა ან პელე მოსწონდეს, ამას პატივს ვცემ, მაგრამ ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელი მე ვარ", - განაცხადა რონალდომ.
ცნობისთვის, 39 წლის რონალდომ მიმდინარე სეზონში ალ ნასრის მაისურით ჩატარებულ 25 მატჩში თავი 23 გოლით და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.