"მილანის" 24 წლის შვეიცარიელი თავდამსხმელი ნოა ოკაფორი კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს.
ნეაპოლიტანელები ფეხბურთელის იჯარის სანაცვლოდ "როსონეროს" 2 მილიონ ევროს გადაუხდიან, 2025 წლის ზაფხულში 23 მილიონ ევროდ გამოსყიდვის შესაძლებლობით.
"მილანში" ოკაფორი 2023 წელს "ზალცბურგიდან" მივიდა და როგორ ვხედავთ, გაცემული ავანსები ვერ გაამართლა.