გაჰყვება თუ არა გუნდს კვარაცხელია თურქულ შეკრებაზე? » სპორტის ხაზი

გაჰყვება თუ არა გუნდს კვარაცხელია თურქულ შეკრებაზე?

გაჰყვება თუ არა გუნდს კვარაცხელია თურქულ შეკრებაზე?
28-11-2022, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ცნობილია, ლუჩანო სპალეტი და მისი ნაპოლი რამდენიმე დღეში ამხანაგურ შეხვედრებს კარაგუმრუკის, ფულემისა და კრისტალ პალასის წინააღმდეგ თურქეთში, კერძოდ ანტალიის შეკრებისას გამართავს, სადაც, ცხადია, დიდ ინტერესს იწვევს იქნება თუ არა ხვიჩა კვარაცხელია.

ბოლო დღეებში, იტალიურ პრესაში იწერებოდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ დასასვენებელი პერიოდი ტრავმისგან რეაბილიტაციისთვის პროდუქტიულად გამოიყენა, რის გამოც ქართველი ფეხბურთელის თურქეთში გუნდთან ერთად გამგზავრების შანსი გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც პროგრესირებს, ნაპოლიში მაინც სურთ, რომ ხვიჩას ბოლო გამოკვლევებიც ჩაუტარონ, რათა ყველანაირი რისკი გამორიცხული იყოს.

ცნობისთვის, სამი ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, ნაპოლი იტალიის სერია A-ს დაუბრუნდება, რომლის მეორე ნახევარსაც სპალეტის გუნდი ინტერთან მატჩით დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა 4 იანვარს მილანელების ლეგენდარულ სტადიონზე, სან სიროზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი