VIDEO: ქომაგმა მეკარეს კუთხურის ალამი თავში ჩაარტყა » სპორტის ხაზი

VIDEO: ქომაგმა მეკარეს კუთხურის ალამი თავში ჩაარტყა

VIDEO: ქომაგმა მეკარეს კუთხურის ალამი თავში ჩაარტყა
28-11-2022, 17:15
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, თურქეთის მეორე დივიზიონში გოზთეფესა და ალთაის დაპირისპირება გაიმართა, რომელიც მთელი რიგი პრობლემების გამო ჯერ შეწყდა, შემდეგ კი მატჩის მთავარმა არბიტრმა, ემრე კარგინმა მისი გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

საქმე ისაა, რომ მატჩის მსვლელობისას გოზთეფესა და ალთაის გულშემატკივრები ერთმანეთს ტრიბუნებზე დაუპირისპირდნენ, რასაც რამდენიმე დაშავებული პირიც მოჰყვა, რომელთა ჯანმრთელობის შესამოწმებლადაც მატჩი გარკვეული ხნით შეწყდა და მინდორზე სასწრაფო მანქანები გამოჩნდნენ.

იმ დროს, როდესაც მედიკოსები დაშავებული პირების გამოჯანმრთელებაზე ზრუნავდნენ, ერთ-ერთი გოზთეფეს გულშემატკივარი მინდორზე მოგლეჯილი კუთხურის ალამით შეიჭრა და ის ალთაის მეკარეს, ოზან ევრიმ ოზენჩს პირდაპირ თავში ჩაარტყა.

ცხადია, აღნიშნული ამბების შემდეგ, მატჩის მთავარმა არბიტრმა შეხვედრის შეწყვეტისა და გადადების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც თურქულ მედიაში იწერება, გოზთეფეს სერიოზული სანქციები ემუქრება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი