დინამო თბილისმა ამხანაგურ შეხვედრაში კრინსი 2:0 დაამარცხა » სპორტის ხაზი

დინამო თბილისმა ამხანაგურ შეხვედრაში კრინსი 2:0 დაამარცხა

დინამო თბილისმა ამხანაგურ შეხვედრაში კრინსი 2:0 დაამარცხა
1-02-2025, 21:17
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ჩემპიონატის მრავალგზის ჩემპიონმა, დინამო თბილისმა შვეიცარიული კრინსის წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა გამართა.

ქართულმა კლუბმა აღნიშნული მეტოქის დამარცხება სოლიდური სხვაობით შეძლო, 2:0, გოლები კი თორნიკე მორჩილაძისგან 70 და 74-ე წუთებზე ვიხილეთ.

ახლა დინამოელი ფეხბურთელები ორი დღე დაისვენებენ და 4 თებერვლიდან შეკრების მეორე ეტაპს დაიწყებენ.

დედაქალაქელები კიდევ გამართავენ ამხანაგურ მატჩებს, მეტოქეთა შესახებ ინფორმაცია კი მოგვიანებით დაზუსტდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი