საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ახალი სეზონის პირველი შეხვედრა თბილისში, ავჭალის სტადიონზე გამართა და შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა, - 110:0.
ბორჯღალოსნები თავიდანვე ფავორიტებად მიიჩნეოდნენ და სტატუსიც შესაბამისად გაამართლეს. ქართველებმა მეტოქეს 16 ლელო დაუდეს და გამარჯვებაც იოლად მოიპოვეს.
ჩვენები მომდევნო შეხვედრას კვლავ თბილისში, ავჭალაზე გამართავს – ბორჯღალოსნები 8 თებერვალს ნიდერლანდების ნაკრებს უმასპინძლებენ.
შეგახსენებთ, 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამავდროულად, 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა – ავსტრალიის საგზურს ევროპიდან ოთხი მოწინავე გუნდი მიიღებს, მეხუთე კი რეპეშაჟში ჩაერთვება.