მარკუს რაშფორდი და ასტონ ვილა საბოლოო შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან - ინფორმაციას ამის თაობაზე ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, 27 წლის შემტევი ახალ გუნდში იჯარის წესით, ივნისამდე გადაბარგდება, თუმცა ჯერჯერობით ინფორმაცია არ არის კონტრაქტში ფეხბურთელის გამოსყიდვის პუნქტის შესახებ.
გარდა ამისა, იწერება ისიც, რომ რაშფორდი ასტონ ვილას მთავარ მწვრთნელს, უნაი ემერის უკვე ესაუბრა და მასთან მუშაობის სურვილი დაუდასტურა.