ირლანდიელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა ლეგენდარული ხაბიბ ნურმაგომედოვი კიდევ ერთხელ გამოიწვია, ამჯერად კი 100-მილიონიანი საპრიზო ფონდი შესთავაზა.
"დაღესტანში ხაბიბს ზურგს უკან ყველა დასცინის და მას ზარმაცს უწოდებენ, თუ ჩემი ეს სიტყვები მას თავს შეურაცხყოფილათ აგრძნობინებს, მზად ვარ 100-მილიონიანი საპრიზო ფონდის სანაცვლოდ შევებრძოლო და თუ დამამარცხებს, მთელი ეს თანხა მშობლიურ სოფელს შესწიროს.
მაგრამ, მერწმუნეთ ამაზეც უარს იტყვის. რატომ? იმიტომ, რომ ზარმაცი, შეშინებული ცხიმის გროვაა და აღარაფრის გაკეთება შეუძლია", - განაცხადა კონორმა.