"დინამო თბილისი" ზამთრის შეკრებაზე "სპორტინგის" დუბლ-შემადგენლობასთან დამარცხდა » სპორტის ხაზი

"დინამო თბილისი" ზამთრის შეკრებაზე "სპორტინგის" დუბლ-შემადგენლობასთან დამარცხდა

"დინამო თბილისი" ზამთრის შეკრებაზე "სპორტინგის" დუბლ-შემადგენლობასთან დამარცხდა
31-01-2025, 19:22
Aa Aa
გაზიარება:

დინამო თბილისმა პორტუგალიურ შეკრებაზე მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა. ლადო კაკაშვილის გუნდი ლისაბონის სპორტინგის დუბლშემადგენლობას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-20 წუთზე ფლავიო გონსალვეშმა გაიტანა.

სპორტინგი II 1-0 დინამო

სპორტინგი II: დიოგუ პინტუ, დავიდ მორეირა, როდრიგო დიაში, მარლონ ჟუნიორი, ლუკას ტაიბო, დენილსონ სანტუში, კაუა ოლივეირა, რაფაელ ბესუგუ, ფლავიო გონსალვეში, როდრიგუ მარკეში, გაბრიელ სილვა

​დინამო: სიკაჩი, კალინი, იაკობიძე, უგრეხელიძე, ხარებაშვილი, აფციაური, კანკავა, პაშკო, არტური, სალია, მორჩილაძე

​შეცვლაზე შევიდნენ: ბერუაშვილი, სადღობელაშვილი, გობეშია, გვასალია, წულაია, ბერელიძე, ჩიქოვანი, გოცირიძე, ანდრე

დინამოს შემადგენლობაში სინჯზე იმყოფება ფლანგის ბრაზილიელი შემტევი. ადრიან სეზარი 19 წლისაა და სამშობლოში ფლუმინენსეში ასპარეზობდა.

თბილისურ კლუბს შეკრებაზე შეუერთდა საქართველოს 21-წლამდე ნაკრების კაპიტანი საბა ხვადაგიანი, ახალგაზრდა ცენტრალური მცველი ახალი სეზონისთვის მზადებას გუნდთან ერთად განაგრძობს.

პორტუგალიური შეკრების მესამე ამხანაგური მატჩი 1 თებერვალს შვეიცარიული კრიენსის წინააღმდეგ გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი