ჯორდან ჰენდერსონი კარიერას მონაკოში გააგრძელებს - ინფორმაციას ამის სთაობაზე ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია, თუმცა მოსალოდნელია, რომ 34 წლის ინგლისელი ფრანგულ კლუბთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
მიმდინარე სეზონში ჰენდერსონმა აიაქსის მაისურით ჯამში 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავის გამოჩენა 5 საგოლე გადაცემით მოახერხა.