შერმადინის ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგის ტოპ-16 გამარჯვებით დაიწყო » სპორტის ხაზი

შერმადინის ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგის ტოპ-16 გამარჯვებით დაიწყო

შერმადინის ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგის ტოპ-16 გამარჯვებით დაიწყო
29-01-2025, 12:17
Aa Aa
გაზიარება:

განახლდა ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშება. პირველი ეტაპიდან გასული 16 გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდა და პლეი ოფში გასასვლელად იბრძოლებს. ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია გიორგი შერმადინის “ლაგუნა ტენერიფე”, რომელმაც მეორე ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაიწყო.

ტენერიფე ჯგუფში თურქულ პეტკიმსფორთან, ესპანურ მანრესასთან და იტალიურ რეჯიანასთან არის. პირველ ტურში შერმადინის გუნდმა რეჯიანას უმასპინძლა და 91:69 დაამარცხა. შერმადინმა მხოლოდ 14:22 წუთი ითამაშა და თავი 8 ქულს, 4 მოხსნას, 2 პასს და 1 ჩაჭრას მოუყარა. ქართველმა ცენტრმა ოთხივე ორქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმოდან სამივე სროლა ააცილა.

ფენომენალურად ითამაშა ვეტერანმა მარსელიონიო ჰუერტასმა, რომელმაც 27 ქულა და 7 პასი მიითვალა. 22 ქულა დევიდ კრამერის ანგარიშზე დაგროვდა. შემდეგ მატჩს ტენეიფე კვლავ ესპანეთში, თუმცა სტუმრად, მანრესასთან, 5 თებერვალს გამართავს.

GBF.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი