"დინამო თბილისსა" და უნგრულ "ფეჰერვარს" შორის ალექსანდრე კალანდაძის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. ალექსანდრე კალანდაძე ფეჰერვარს იჯარის წესით შეუერთდება, უნგურლ კლუბს კი მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.
"ჩვენი გუნდი ალექსანდრე კალანდაძეს წარმატებას უსურვებს" - წერს დედაქალაქური კლუბის პრეს-სამსახური.
ალექსანდრეს ეროვნული ნაკრების მაისურით ორი მატჩი აქვს ჩატარებული, მათ შორის დებიუტი 2023 წლის 16 ნოემბერს ჰქონდა, შოტლანდიის წინააღმდეგ და ამავე წლის 9 დეკემბერს ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებთან.