ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ლივერპულს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არ დატოვებს.
როგორც წყარო წერს, მერსესაიდელებმა მადრიდის რეალს უკვე შეატყობინეს ამის შესახებ, რომელსაც დაცდა ზაფხულის პერიოდამდე მოუწევს.
ირკვევა, რომ სამეფო კლუბი ინგლისელი უკანახაზელის დამატებას ივნისისთვის დაგეგმავს, უპირატესობა კი ის იქნება, რომ ტრენტი თავისუფალი აგენტი გახდება.