ბიორნ იონსენი კვლავ ქუთაისის ტორპედოსთვის შეუტევს » სპორტის ხაზი

ბიორნ იონსენი კვლავ ქუთაისის ტორპედოსთვის შეუტევს

ბიორნ იონსენი კვლავ ქუთაისის ტორპედოსთვის შეუტევს
26-01-2025, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, ბიორნ იონსენი ისევ ქუთაისის ტორპედოსთვის შეუტევს.

გამორჩეული სეზონის ფონზე ბიორნ იონსენის შეძენა არაერთ კლუბს სურდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ნორვეგიელმა ფორვარდმა ტორპედოში დარჩენა გადაწყვიტა და კლუბთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

უახლოეს დღეებში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც იონსენი გუნდს შეკრებაზე ქობულეთში შეუერთდება.

გასულ სეზონში იონსენმა ტორპედოს მაისურით 40 მატჩში 26 გოლი გაიტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი