მოჰამედ სალაჰმა ეს შეძლო - ეგვიპტელმა პრემიერ ლიგაში გოლებით ანრის გაასწრო » სპორტის ხაზი

მოჰამედ სალაჰმა ეს შეძლო - ეგვიპტელმა პრემიერ ლიგაში გოლებით ანრის გაასწრო

მოჰამედ სალაჰმა ეს შეძლო - ეგვიპტელმა პრემიერ ლიგაში გოლებით ანრის გაასწრო
26-01-2025, 20:45
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ პრემიერ ლიგის რიგით 23-ე ტურში არნე სლოტის ლივერპულმა იფსვიჩს უმასპინძლა და მეტოქე 4:1 საკმაოდ იოლად დაამარცხა.

როგორც ყოველთვის, ამ სეზონში ლივერპულის გოლების უმრავლესობაში მონაწილეობა მოჰამედ სალაჰსაც აქვს მიღებული და სიტუაცია არც აქ შეცვლილა.

ეგვიპტელმა მოთამაშემ იფსვიჩს 1 ბურთი გაუტანა, ეს გოლი კი სალაჰისთვის პრემიერ ლიგაში რიგით 176-ე გამოდგა, რის ხარჯზეც მან ტიერი ანრის 175 გოლი გააუმჯობესა.

ცნობისთვის, მოჰამედ სალაჰი პრემიერ ლიგის ყველა დროის ბომბარდირებს შორის მე-7 ადგილზე გახლავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი