Daily Mail-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მანჩესტერ იუნაიტედი სტადიონის რეორგანიზებას და მისი ტევადობის საგრძნობლად გაზრდას აპირებს.
როგორც დაიწერა, კლუბის ხელმძღვანელების სურვილი ისაა, რომ ახალ სტადიონზე 100 000 გულშემატკივარი დაეტიოს, ახლა კი ოლდ ტრაფორდზე 74 000 ადამიანი თავსდება.
ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომ მანჩესტერ იუნაიტედის ბოსებს ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის მხარდაჭერა უკვე მოპოვებული აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტი წარმატებით მიმდინარეობს.