ბულგარეთში ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი ჩატარდა, სადაც სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა.
ქართველმა მეოთხედფინალში ტუნისელ მოფარიკავეს 15:14 სძლია, ნახევარფინალში კი კორეელ სპორტსმენთან 13:15 დამარცხდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
მსოფლიო თასზე 253 მოფარიკავე გამოდიოდა.