გერმანიის ბუნდესლიგის მორიგ ტურში ბუდუ ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" გასვლაზე "აუგსბურგს" ესტუმრა და ბოლო წუთზე გაშვებული გოლით 1:2 დამარცხდა.
ქართველი თავდამსხმელი სტუმართა სასტარტო თერთმეტეულში იყო და შეხვედრა სრულად ჩაატარა.
Sofascore-სგან კი შეფასების სახით 6,7 მიიღო, 10-დან.
"ჰაიდენჰაიმი" 19 ტურის შემდეგ 14 ქულით ბუნდესლიგაში მე-14 ადგილს იკავებს.