იულიან ნაგელსმანმა გერმანიის ნაკრებთან კონტრაქტი განაახლა » სპორტის ხაზი

იულიან ნაგელსმანმა გერმანიის ნაკრებთან კონტრაქტი განაახლა

იულიან ნაგელსმანმა გერმანიის ნაკრებთან კონტრაქტი განაახლა
24-01-2025, 16:19
Aa Aa
გაზიარება:

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იულიან ნაგელსმანმა გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან კონტრაქტი განაახლა.

როგორც ვკითხულობთ, ახალგაზრდა სპეციალისტი გერმანიის ნაკრებს კიდევ 3 წლით, 2028 წლის ევროპის ჩემპიონატამდე ჩაიბარებს.

იულიან ნაგელსმანი გერმანიის ნაკრებში 2023 წლიდან მუშაობს. მასთან ერთად გუნდმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე 1/4-ფინალი ითამაშა, სადაც მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან სკანდალურად დამარცხდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი