"კვარაცხელია და ნაპოლი სერია A-ს ვერ მოიგებენ" - მარსელ დესაი » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია და ნაპოლი სერია A-ს ვერ მოიგებენ" - მარსელ დესაი

"კვარაცხელია და ნაპოლი სერია A-ს ვერ მოიგებენ" - მარსელ დესაი
27-11-2022, 18:20
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის ნაკრებისა და მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა, მარსელ დესაიმ იტალიის ჩემპიონატსა და მისი მოგების ფავორიტებზე ისაუბრა, სადაც, დესაის აზრით, ნაპოლის სტაბილურობა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას ლიდერის თვისებები გზაში ამოეწურება:

"ნაპოლის ვუყურებ და მომწონს ის ენერგია, რომელსაც ნეაპოლელები იტალიის სერია A-ში თამაშისას იყენებენ. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ისინი ჩემპიონის ფსიქოლოგიით არ გამოირჩევიან, სადაც მათ კონკურენტებს, მილანსა და იუვენტუსს გამოვარჩევდი."

"ვფიქრობ, ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ისე ვერ ულიდერებს, როგორც ეს ლაუტაროს ინტერის, ხოლო დუშან ვლაჰოვიჩს იუვენტუსის შემთხვევაში შეუძლია. დუშან ვლაჰოვიჩს შეუძლია, რომ ახალი თაობის მარკო ვან ბასტენი გახდეს და ყველაფერი მასზეა დამოკიდებული." - მარსელ დესაი.

ცნობისთვის, იტალიის ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრას ხვიჩა კვარაცხელია და ნაპოლი 4 იანვარს ინტერის წინააღმდეგ გამართავენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი