77 წლის ასაკში ვეტერანი მორაგბე ნუგზარ მურღულია გარდაიცვალა » სპორტის ხაზი

77 წლის ასაკში ვეტერანი მორაგბე ნუგზარ მურღულია გარდაიცვალა

77 წლის ასაკში ვეტერანი მორაგბე ნუგზარ მურღულია გარდაიცვალა
23-01-2025, 11:20
Aa Aa
გაზიარება:

77 წლის ასაკში ვეტერანი მორაგბე და რაგბის გამოჩენილი სპეციალისტი ნუგზარ მურღულია გარდაიცვალა.

ნუგზარ მურღულიამ რაგბის თამაში ლეგენდარული გელა მიქაბერიძის ხელმძღვანელობით საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლის პერიოდში, გასული საუკუნის 60-იანი წლების შუა პერიოდში დაიწყო. ჯანიან მურღულიას, თამაშის კარგი კოორდინაციისა და მოედანზე სხარტი აზროვნების უნარი გააჩნდა და მესამე ხაზელმა მარბიელმა იმხანად სპი-ის, შემდგომში კი ნოდარ ყიფიანის თავკაცობით ‘ლოკომოტივის’ წარმატებებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ნუგზარ მურღულია ჯერ კიდევ მორაგბის ამპლუაში ყოფნის პერიოდში ბავშვთა რაგბის განვითარებით დაინტერესდა და მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ მრავალი წლის მანძილზე ‘ყოჩების’ მოზარდი და ჭაბუკი მოთამაშეების ზრდა-დაოსტატების საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის.

რაგბის კავშირი და ქართული რაგბის თემი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ნუგზარ მურღულიას გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს მურღულიების ოჯახს და სამძიმარს უცხადებს.

ნუგზარ მურღულიას დაკრძალვის ცერემონიალი 23 იანვარს ვაკეში, ყოფილ სტუდქალაქთან მდებარე წმინდა სამების ეკლესიაში 14 საათზე გაიმართება.

RUGBY.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი