"პსჟ ისტორიაში ყველაზე დიდ ნაბიჯს კვარასთან ერთად გადადგამს" - შოთა არველაძე » სპორტის ხაზი

"პსჟ ისტორიაში ყველაზე დიდ ნაბიჯს კვარასთან ერთად გადადგამს" - შოთა არველაძე

"პსჟ ისტორიაში ყველაზე დიდ ნაბიჯს კვარასთან ერთად გადადგამს" - შოთა არველაძე
18-01-2025, 22:41
Aa Aa
გაზიარება:

ქართული ფეხბურთის ლეგენდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, შოთა არველაძე, ხვიჩა კვარაცხელიას "პარი სენ-ჟერმენში" ტრანსფერს სოციალური მედიის საშუალებით ეხმაურება.

"ხვიჩას თამაშის სტილმა და ევროპაში მისმა გაბრწყინებამ, ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გვამყოფა აღფრთოვანებაში და მიხარია, რომ ისეთ კლუბში ითამაშებს, სადაც მის სტილსა და უნარებს კიდევ უფრო დიდი გასაქანი ექნება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლუის ენრიკე თანამედროვეობის გამორჩეულად ძლიერი სპეციალისტია და მასთან, კვარა კიდევ უფრო სრულყოფილი მოთამაშე გახდება.

იმისდა მიუხედავად, რომ ამ კლუბში ითამაშეს მესიმ, ნეიმარმა, ზლატანმა, რონალდინიომ და ბექჰემმა, ვფიქრობ პსჟ თავის ისტორიაში ყველაზე დიდ და დასამახსოვრებელ ნაბიჯს სწორედ კვარასთან ერთად გადადგამს და დარწმუნებული ვარ ამას მალე ერთად ვნახავთ.

კვარა გილოცავ ამ წარმატებულ ნაბიჯს. ვულოცავ შენს დიდ ოჯახს, და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ტრანსფერში. ველოდებით გაბრწყინებას!"


- წერს არველაძე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი